|
2018-07-07 16:48:29, 862 ნახვა
კომენტარი
„ვეუბნებოდი თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა“ - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ხორავას ქუჩის ტრაგედიას იხსენებს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენია 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს. როგორც დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მისულს მას არც პოლიცია და არც სასწრაფო დახმარების ჯფუფი არ დახვდა. მისივე თქმით, მოზარდების დაჭრის ფაქტის შესახებ მას ერთ-ერთმა მასწავლებელმა შეატყობინა. "როდესაც ვიყავი სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, დამირეკა ჩვენმა ფიზიკის პედაგოგმა და მითხრა, რომ მალე ავსულიყავი თარხნიშვილის ქუჩაზე, ბავსვები დაგვიხოცესო. ავიღე ტელეფონი და გავიქეცი, ძალიან დაბნეული ვიყავი. გზაში მასწავლებელი პერიოდულად მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ სასწრაფოში და პოლიციაში დამერეკა. ქუჩაზე ასვლის პროცესში გზა გადამიჭრა დ.ღ.-მ, რომელსაც სისხლი ჰქონდა სახეზე. როდესაც დავინახე, როგორ მირბონა, მივხვდი, რომ კარგად არის, თუკი სირბილი შეუძლია. შესაბამისად მას არ გავეკიდე და გზა გავაგრძელე. როდესაც ხორავას ქუჩაზე შევუხვია უამრავი ხალხი იყო და პირველი ვინც დამეტაკა იყო ა.ბ. მან ხელი ჩამავლო მოსაცმელში და მითხრა, რომ არ მომშორდებოდა - თქვენთან ვიქნებიო, მე ვნახე რაღაცო, ჩქარო წამოდით, იქ ლევანი წევსო. ამის შემდეგ მივედი ლევანთან, რომელიც იწვა სადარბაზოს კიბეზე. ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მაქვსოვს ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადაწია. ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო. მახსოვს ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ ვინმე მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ მაშინ არც სასწრაფო იყო და არც პოლიცია. ჩემს შემდეგ მოვიდნენ ისინი. ამის მერე შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, იქ იყო სისხლის მდინარე. ვიღაცა კაცი იდგა დათოსთან, მაგრამ ჩემთვის ნაცნობი არ იყო, არ ვიცი ვინ იყო. დავადექი თავზე ბავშვს, რადგან დათოს თვალები ღია ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. დედიკოთი მივმართვადი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედამისი მაშნ ემიგრაციაში იყო. მეც დიხანს ვიყავი ემიგრაციაში და გამოცდილი მაქვს ეს რა არის. შესაბამისად ამ ბავშვების მიმართ მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება. დათოც შვილივით მყავდა. ვეუბნებოდი თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა. მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, რადგან დათოსთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დავინახე და მინდოდა ორივე ადამიანთან ვყოფილიყავი. თაღიდან, როდესაც გამოვდიოდი სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მოსული და ლევანს ეხმარებოდნენ. ამის შემდეგ მეორე მანქანა მოვიდა, რომელიც დათოს უწევდა დახმარებას. როდესაც სასწრაფო მანქანებმა ბავშვები წაიყვანეს, ჩემთან მოვიდა პოლიციის წარმომადგენელი და ა.ბ.-სთან ერთად წავედით განყოფილებაში", - განაცხადა ყენიამ საგამოძიებო კომისიაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)