|
2018-07-03 19:01:38, 770 ნახვა
კომენტარი
„თუ ასე მუშაობთ ეს ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვართ“ - კახიძე შსს-ს მაღალჩინოსნებს
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შინგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას აკრიტიკებს. როგორც კახიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, უწყების მიერ წარმოებული გამოძიება ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლევს. კერძოდ, კახიძე დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა საქმის ფიგურანტებისგან მობილური ტელეფონების ამოღება ან მათი შემდგომი მოსმენა. აღნიშნულს შსს-ს წარმომადგენელმა შალვა ბედოიძემ უპასუხა და განმარტა, რომ ტელეფონების ამოღება, მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მოხდა, ხოლო მათი მოსმენა არარსებული სტანდარტის გამო ვერ შედგა. "ჩვენი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტელეფონის ამოღებას. თუ თქვენ იძიებთ საქმეს, თუ ეს ტელეფონი ეკუთვნის საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს, რომელზეც მტკიცებულებათა ერთობლიობით ვიცით, რომ არის ფარდულში, შესაბამისად არის სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრეში, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ მას შესაძლოა გამოეყენებინა დანა, შესაბამისად ყველა ზომა ტარდება კანონის ფარგლებში და ტელეფონის ამოღება არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. თქვენ თქვით, რომ ტელეფონი დაუტოვეთ საქმის ფიგურანტებს, რათა მათ ერთმანეთთან ესაუბრათ. როდესაც ტელეფონს უტოვებთ იმისთვის, რომ გაიგოთ ერთამენთთან რას ისაუბრებენ, შემდგომ კი, არ უსმენთ, ეს ზოგადად ასე მუშაობთ თუ ამ საქმეში მოიქეცით ასე? ანუ ტელეფონს უტოვებთ იმისთვის, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ და ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა ამ დროს არ რთავთ ამ ტელეფონებს - მაინტერესებს როგორ გაიგებდით თუ არ მოუსმენდით? ანუ ტყუილად დაუტოვეთ ტელეფონები? ჩადენილია სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მოკლულია 2 არასრულწლოვანი. ამ დანაშაულის ჩადენაში ფიგურირებს კონკრეტული პირი გ.მ.. ამ პირს ტანსაცმელზე აქვს სისხლი. ეს პირი ფიზიკურ კონტაქტშია მოკლულთან, რომელსაც აქვს 12 ჭრილობა. ამ პირის ტელეფონის ამოსაღებად თქვენ არ გაქვთ სტანდარტი?! სტანდარტი გაქვთ, მაგრამ გინდათ რომ მოუსმინოთ. ამ პირს რომ მოუსმინოთ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გაძლევთ? სისხლიან პირს ვერ მოუსმენთ? ანუ თქვენ ასე მუშაობთ თუ ამ შემთხვევაში დაუშვით შეცდომა? იმიტომ რომ თუ ასე მუშაობთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ კატასტროფის წინაშე ვართ. გამოდის რომ ასეთი ტიპის დანაშაულში, მთავარ სისხლიან ფიგურანტს ვერ ვუსმენთ ასეთი სტანდარტები გვაქვს კანონებში? ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ რომ ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს", - მიმართა კახიძემ ბედოიძეს. რასაც ბედოიძემ ასე უპასუხა: "ჩვენ კანონის დაცვით მოვიქეცით. არც ერთი ჩვენი ღონისიება არ იყო ცნობილი უკანონოდ. შესაბამისად ვინაიდან არ არსებობდა ის სტანდარტი, რომ სასამართლოს ნებართვით მოგვესმინა, ამიტომ ვერ მოვისმინეთ. გვქონდა შერჩეული ტაქტიკა, რადგან ეს პირები გამოძიების მომენტში არ თანამშრომლობდნენ ჩვენთან, დავუტოვეთ ტელეფონები და ეს ტაქტიკა განვსაზღვრეთ", - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)