|
2018-07-02 20:01:56, 925 ნახვა
კომენტარი
რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული: ჩემზე მასალის მომზადებისთვის ჟურნალისტს ფული გადაუხადეს, ისე არ დაწერდა
რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძე, რომლის კომპანიამაც სახელმწიფო ტენდერები მოიგო, აცხადებს, რომ კონკურენტებმა მის შესახებ მასალის მომზადებაში ფული გადაიხადეს. საქმე ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც დევრიშაძის კომპანიამ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რამდენიმე მილიონიანი ტენდერები მოიგო. როგორც დევრიშაძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების მიზანი თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციაა. „თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის დისკრედიტაცია უნდათ. არაფერი არ გამოუვათ მაგ საწყლებს. ტენდერები ყველა მაქვს მოგებული. თან ეს ყველაფერი უკავშირდება ბოლო ტენდერს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 26 ათასი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე. იქ მოიგო ჩემმა კომპანიამ. იმიტომ, რომ დავდე დაბალი ფასი. 230 ათასი ლარი დავაკელი, იმიტომ, რომ შემეძლო მაგ ფასად მიმეწოდებინა, დამრჩენოდა მოგება, მაგრამ კონკურენტებმა ეს ვეღარ აიტანეს რომ პეტრე დევრიშაძეს მოეგო და რა გაეკეთებინათ? ქუჩაში ხომ არ დამხვდებიან და ხომ არ მესვრიან? სხვა შანსი არ აქვთ და ეს თემა დააკავშირეს. გადაუხადეს, ჟურნალისტს გიორგი მგელაძეს, სტუდია მონიტორის ჟურნალისტს ფული, დარწმუნებული ვარ ისე არ დაწერდა. ააგორეს, ააგორეს, ამას მიჰყვა "რუსთავი2" და გააპიარეს. გააკეთეს, რომ ყველაზე მეტი ტენდერი ლევან იზორიას მოგებული მაქვს“, - ამბობს პეტრე დევრიშაძე. თავად ჟურნალისტი ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ ის დევრიშაძის არც ერთ კონკურენტს არ იცნობს. მგელაძე დევრიშაძეს მოუწოდებს, თუ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს შესაბამის ორგანოებს მიმართოს. „ცოტა სასაცილოა. ვერ ვფიქრობ რა უნდა ვუპასუხო პეტრე დევრიშაძეს, რომელიც თვალით არ მინახავს ცხოვრებაში არც მის კონკურენტს შევხვედრივარ ვინმეს , არც დევრიშაძეს არც რაიმე ინტერესი მაქვს. სასაცილოა. თუ ფიქრობს, რომ რაიმე ან ეთიკური სტანდარტი დავარღვიე, ან რაიმე კანონი დავარღვიე, მიმართოს ეთიკის საბჭოს, სასამართლოს, გამოძიებას. მოსყიდვა ხომ ვიღაცას ფული უნდა გადაეხადა? სად გადამიხადეს, როგორ გადამიხადეს?“, - აცხადებს მგელაძე „რუსთავი 2“-თან საუბარში. ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)