|
2018-07-02 16:47:41, 691 ნახვა
კომენტარი
გერმანიის საგარეო მინისტრი: საქართველო ძალიან ახლოსაა ევროპასთან
„თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ბევრ ქვეყანაში ეს ესე არ არის, ამ ლურჯ დროშას ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან შეხვდებით და ეს ჩვენ გვხარებს", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. "ამიტომაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა დავუახლოვოთ ამას, უკეთესი პოლიტიკა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ როგორიც საქართველოა, ჩვენ გვჭირდება ევროპული აღმოსავლეთის პოლიტიკა", - აღნიშნა მაასმა. მისი განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლდათ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება. „თქვენ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღეთ და ამ თვალსაზრისით ბრძანდებით რეგიონში წამყვანი ქვეყანა, ამაში ჩვენ მომავალშიც გვინდა მხარი დაგიჭიროთ", -განაცხადა გერმანიის საგaრეო უწყების ხელმძღვანელმა. საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ნატოს მოახლოებულ სამიტზე. მისი თქმით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია და ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობით, ასევე ნატოს სამიტში საქართველოს მონაწილეობით. „საქართველო ნატოს ერთერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფატი, მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩება და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნატოს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ სწორედ ნიშანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა ნატოს დონეზე. უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება"-განაცხადა მინისტრმა. ჰაიკო მაასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სახით. „ჩვენ ძალიან გვიხრია, რომ 70 შესანიშნავი ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, მათი ნაშრომები და ეს წიგნები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და ევროპულად გრძნობენ. მართლაც ისინი გვიდასტურებენ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან"-განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის შეხვედრა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)