|
2018-07-02 13:30:59, 669 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჩერქეზიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია
„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა - სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კონფერენცია ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის" პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია"-ში იმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების. „სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ - გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ - რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში, რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული", - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს -კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან. დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება. ამასთან, სამუშაო საათებში მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)