10:39 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 16:22:47, 839 ნახვა

კომენტარი
კახიძე: ​მოწმის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის ოთარ კახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციით, ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა.

„ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით გასცა პოლიციამ და იყო კონკრეტული პირი, ვინც იყო შუამავალი პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის და კომუნიკაცია მიმდინარეობდა რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებასთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ შეკითხვები ერთ-ერთ პირთან ჰქონდათ, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე, ავტომობილში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics