|
2018-06-27 16:37:24, 624 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ექსპორტიორებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ატმის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 700 ტონა ატამი. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ატმის ექსპორტის რაოდენობა 30 ტონას შეადგენდა. „იმისათვის, რომ ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად და კოორდინირებულად წარიმართოს, ინტენსიური შეხვედრები იმართება ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან. დღეისათვის, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი. ჩვენ შევხვდით ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსების ფარგლებში შეიქმნა. დღეისათვის გვაქვს საკმარისი სამაცივრო სიმძლავრეები, რაც ექსპორტის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არასტანდარტული ატმის გადამუშავების მიმართულებით კოორდინაცია. სწორედ ამიტომ, უკვე გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიის „კულა" დირექტორმა, ივანე გოგლიძემ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „კულა" უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივ ატამს იბარებს. „ჩვენ ვაწარმოებთ როგორც წვენს, ასევე ხილფაფას და კომპოტს. წელს ვიწყებთ ატმის ჩირის გამოშვებას; წლევანდელ სეზონზე სამრეწველო პერიოდში, 500 ტონამდე ატმის გადამუშავებას ვგეგმავთ",- განაცხადა ვანო გოგლიძემ. აღსანიშნავია, რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)