|
2018-06-27 15:26:08, 662 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია
„სიღარიბის დამარცხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განაცხადა, სადაც დღეს ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ განვითარებული ეკონომიკა გვქონდეს, საჭიროა პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი. „მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს თავის თავის რეალიზაციას ჩვენივე სამშობლოში, საქართველოში. თუ ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ იმას, რომ, დაახლოებით, ორნიშნა ციფრი იყოს ჩვენს ეკონომიკაში განათლების სექტორი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგი გრძელვადიანი პერსპექტივის, ათეული წლების განმავლობაში აუცილებლად შევალთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება. „მე ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციისა და პოტენციალის რეალიზაციისა საზღვარგარეთ,"- მიმართა პრემიერმა ახლაგაზრდებს. მამუკა ბახტაძის ახალგაზრედებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრემიერისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი ინიციატივები გაეჟღერებინათ.
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)