|
2018-06-27 14:28:08, 678 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: გარდაცვლილ ადამიანებზე როგორ შეიძლება რაიმე სახის სანქციები განხორციელდეს?!
„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ დიდი ხნის გარდაცლილი ადამიანების შეყვანით, ამ სიის პრევენციულობის არსი დაიკარგა“, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პლენარული სხდომის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე და არც ის პირები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს. ასევე ნადირაშვილმა სიის შედგენაზე პასუხისმგებელ უწყებებს პარლამენტში ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ იდეა, რომელიც ეკუთვნოდა ევროპულ საქართველოს და რომელსაც მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ, თავიდანვე იყო პრევენციული, ეს იყო შესაძლებლობა შეგვექმნა ეფექტური მექანიზმი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებების შესაჩერებლად. იმ ჩამონათვალითა და იმ სახელებითა და გვარებით, როგორითაც ეს სია შემოგვთავაზა მთავრობამ, მე ვთვლი, რომ ეს პრევენციულობის არსი დაიკარგა. სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე, კერძოდ, „ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული „გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. მე არ ვსაუბრობ ამ სიაში რუსი პოლიტრიკოსების შეყვანაზე, ეს სცილდება საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ჩარჩოებს, არამედ მე ვსაუბრობ რუსეთის იმ მოქალაქეების შეყვანაზე, რომლებიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხშირ შემთხევაში ან თვითონ არიან დამნაშავეები ან უბრალოდ ხელს აფარებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს. სწორედ ამ ადამიანების შეყვანა იქნებოდა ეფექტური „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“. მე ნამდვილად არ მინდა ვიყო ჩასაფრებული პოზიციიდან მოსაუბრე, მაგრამ იქნებ თქვენ მასწავლოთ, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სიაში არიან დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანები?! იქნებ გამაგებინოთ, რომ გარდაცვლილი ადამიანებზე, როგორ შეიძლება რამე სახის სანქციები განხორციელდეს?! მოვუწოდებ იმ უწყებას, ვინც პასუხისმგებელია ამ საქმეზე და ვინც გულგრილად მიუდა ამ სიის შედგენას მოვიდეს პარლამენტში და აგვიხსნას, როგორ მოხდა ამ სიაში დიდი ხნის წინ გარდაცლილი ადამიანები“, -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)