|
2018-06-25 20:04:59, 833 ნახვა
კომენტარი
ზვიად ფხაკაძე: ჩვენი პასუხები იყო ადექვატური - თუ ვინმესთვის არ არის დამაჯერებელი, ეს სხვა კვლევის საგანია [ვიდეო]
„პროკურატურის არგუმენტები, მიმაჩნია, რომ შესაბამისი და ადექვატური იყო“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, კონკრეტულ კითხვებს, რომელიც დაკავშირებული იყო ფარდულთან, გაღუნულ დანასთან და სხვა დეტალებთან, არა მარტო ვერბალურად, არამედ ფოტოილუსტრაციის საფუძველზე გაეცა პასუხი. „რაც შეეხება პასუხების შეფასებას, რამდენად არის თუ არ არის დამაჯერებელი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები არის შესაბამისი და კონკრეტულად რომელი პირისთვის არ არის დამაჯერებელი, ეს სხვა კვლევის საგანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები იყო არგუმენტირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და თუ არა დამაჯერებელი იყო, ხვალაც მოვდივართ კომისიის სხდომაზე და შეგვიძლია დამატებით ვუპასუხოთ კითხვებს. რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ეს დაკავშირებულია სამართლებრივი პროცედურების განხორციელებასთან, მაგრამ ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ სათვალთვალო კამერებზე არსებული ინფორმაცია, რაც უშუალოდ საქმესთან იყო კავშირში, ოპერატიული კუთხით იქნა დამუშავებული შესაბამისად და დანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ფხაკაძემ. კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს, ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ის ღირებულ ინფორმაციას არ ფლობდა. „მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით სხდომაზეც განვაცხადე, რომ არსებობს მოწმეების დამუშავების პროცედურები, რაც მოიცავს შემდეგს: ის ინფორმაცია, რაც მოწმემ უნდა მისცეს გამოძიებას, შესაძლებელია შეფასდეს წინასწარ და გატარებული იქნას სხვადასხვა ღონისძიებები, რათა მოწმემ გულწრფელად ისაუბროს საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება ბატონი ვაჩეიშვილის არ დაკითხვას, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გასაუბრებისას ის არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად არ მოხდა მისი გამოკითხვა. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის გამოკითხულია დადგენილი წესით, თუმცა ხსენებული ქალბატონი ვერ ასახელებს, თუ რომელი პირის მიერ მოხდა ქმედების ჩადენა რომელი პირის მიმართებით. მას დაესვა კითხვები, შეეძლო თუ არა მისი ამოცნობა, თუმცა ქალბატონმა განაცხადა, რომ არ შეეძლო“, - განაცხადა პროკურორმა. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს და შეეცდება საკუთარი პოზიცია სააპელაციო სასამართლოში დაიცვას. „სასამართლოს განაჩენში წერია, რომ გარკვეული ინფორმაცია, კონკრეტული მოწმის ჩვენება არ გაიზიარა მისი სანდოობის კუთხით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ რომ ყოფილიყო მოწმის ჩვენება გაზიარებული, სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს აუცილებლად და შევეცდებით, ჩვენი პოზიცია დავიცვათ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)