|
2018-06-25 17:42:23, 904 ნახვა
კომენტარი
კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: კატასტროფული ვითარებაა და არ ვიცი რას შეიძლება დაბრალდეს - არაპროფესიონალიზმს თუ გამიზნულ ქმედებას
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე შესაძლოა ნებისმიერი პირი წარდგეს. დეპუტატის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. როგორც კახიძემ აღნიშნა, გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის "თუ რატომ არ იკვეთება მირზა სუბელიანის ბრალეულობა". "საქმეში არ არის გამოკვეთილი მიხეილ კალანდიას ბრალეულობა, მაშინ როდესაც მისივე ჩვენებებით, იმ დროს როდესაც დავით სარალიძეს აყენებდნენ სასიკვდილო ჭრილობებს და მას ურტყავდა ორი ადამიანი, მიხეილ კალანდიას ერთი ხელით უჭირს დავით სარალიძე, ხოლო მეორე ხელით ურტყავს მას. თან ხედავს და აცნობიერებს, რომ მას დანებს ურტყავენ. ეს არის თანამონაწილეობა მკვლელობაში. როდესაც ამაზე პროკურორის შეფასება მოვისმინე, ვეღარ მივხვდი პროკურორს ვესაუბრებოდი თუ მიხეილ კანალნდიას ადვოკატს. მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ ის, რომ პროკურატურის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით ჩვენ საქმეში გვყვავს მესამე დაჭრილი პირი. ეს არის არასრულწლოვანი გ.მ., რომელსაც ასევე დაარტყეს დანა ფარდულში. მის საქმეზე გამოძიება არ არის წარმოებული. მას ექსპერტიზა 11 დღის შემდეგ ჩაუტარდა. არ არის გამოკვეთილი ამ ჭრილობის მიმყენებელი პირი, რადგან სავარაუდოდ ეს შესაძლოა იყოს ადამიანები ვინც ხედავდა ფარდულში განვითარებულ მოვლენებს", - აღნიშნა კახიძემ. მისივე მტკიცებით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საკვანძო მოწმეების დაკითხვა შეწყდა. "მესამე საკითხი ეს არის თვითმხილველების დაკითხვები. როგორც იცით, საქმეში ყველაზე საკვანძო არის სწორედ იმ ობიექტური ადამიანების დაკითხვები ვინც უშუალოდ ხედავდნენ კონფლიქტს და არ იყვნენ მასში მონაწილეები, ვგულისხმობ მეზობლებს, ადამიანებს ვინც იქ მუშაობდნენ. თავიდან გამოძიება ინტენსიურად შეუდგა ამ საკითხს და 3 ადამინი იყო დაკითხული. თუმცა ეს დაკითხვები სრულდება, როგორც კი, საქმეში ჩნდება მირზა სუბელიანი, ამ მომენტიდან მოყოლებული წყდება თვითმხილველების დაკითხვა. შემდეგი საკითხი არის სათვალთვალო კამერები. ნაცვლად იმისა, რომ იმავე დღეს ამოეღოთ ჩანაწერები, ამას აკეთებენ 6 დღის შემდეგ. ასევე არსებობს დანაშაულის ჩადენის მეორე ადგილი, სადაც ინციდენტში მონაწილე პირები დანას რეცხავდნენ და წესრიგდებოდნენ. ეს ეზო დათვალიერებული არ არის და არ არიან მეზობლები დაკითხული. და ბოლოს, ფარდული რომელიც დაანგრიეს, ის ისე დაანგრიეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულიც კი არ ჰქონდათ ჯერ. ეს არის კატასტროფული ვითარება და არ ვიცი რას შეიძლება ეს დაბრალდეს - არაპროფესიონალიზმს თუ გამიზნულ ქმედებას. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს კომისიამ და ჩვენ ამ ყველაფერს ფარდას ავხდით. არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ გამოვრიცხავ. მთავარია აღინიშნოს, რომ ამ საქმეში იყვნენ ჩართული შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ამ პირებით არ შემოვიფარგლებით და კომისიის წინაშე ამ საქმის ყველა ფიგურანტს მოვიყვანთ და დავუსვამთ მწვავე კითხვებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)