|
2018-06-25 15:23:46, 786 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, მეზღვაურის პროფესია ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "პირველ რიგში მსურს, პროფესიული დღესასწაული მივულოცო ჩვენს მეზღვაურებს, განსაკუთრებით კურსდამთავრებულებს. მეზღვაურის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელსაც განტმკიცება და განვითარება სჭიღდება. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლება გამოვაცხადეთ უპირობო და უალტერნატივო პრიორიტეტად, აქედან გამომდინარე, ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამასთან ერთად, მინდა, ყველას მივულოცო ქობულეთში მეორე 18 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი უკეთ გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ის, რომ ტრანზიტული მანქანები ფაქტობრივად ტურისტულ ზონაში მოძრაობდნენ. დღეიდან უკვე ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე 18 კმ-იანი მონაკვეეთი ბათუმამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამავე დროს, რომ ჩვენ დამატებითი ბიძგიმივცეცთ ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას აჭარაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი დაკავშირებულია ფაქტობრივად ყველა სოფელთან, რომელიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობს. ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ტურისტების მხრიდან არა მხოლოდ ჩვენი ზღვისპირა ტურისტული ინფრასტრუქტურით, არამედ ტურიზმის ზრდით აჭარის სოფლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)