|
2018-06-23 16:46:16, 886 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება შედგა
„გრძელდება დისკუსიები დისციპლინურ საკითხებთან, ზოგადად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ დეტალებში უკვე რეგულაციები, რომლებიც ემატება შესაბამის კანონს - „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს" და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით არის შეთანხმება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე, საბოლოოდ ჩამოყალიბდება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნება ინიცირებული. „ვფიქრობ, რომ საბოლოოდ იქნება მიღწეული სრული კონსესუსი მთლიანად კანონთან დაკავშირებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის კონსულტაციები, რომლებიც დღემდე შედგა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ გამართულა. „ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება.იყო გარკვეული ინიციატივა, რომელზეც არც გვიმსჯელია. შესაბამისად, მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ, ასე ვთქვათ, უფლებამოსილი, რომ ერთპიროვნულად მივიღო რაიმე გადაწყვეტილება. მითუმეტეს, ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. შედგება კონსულტაციები და იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაციები, მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მსჯელობა გრძელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით. „არის კონკრეტული საფუძვლები, დისციპლინური, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის. ეხება სხვადასხვა თემას ეს ყველაფერი, მათ შორის საქმეთა განაწილებაზე იყო საუბარი. კონკრეტული საფუძვლებია რამდენიმე, რაზეც გრძელდება მსჯელობა. ფორმულირებებზე გრძელდება მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)