|
2018-06-22 13:05:08, 1001 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე: ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე
„ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე, რომელსაც შესაძლებელია, ნათელი მოეფინა იმ კითხვებისთვის, რაც დღეს გვაქვს გამოძიების მისამართით“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომას ესწრებოდა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მოწმეებს ხელს უწყობს მათ შორის ბრალდების მხარეც, რათა ვიღაცისთვის სასურველი პასუხების მიიღოს. „დღევანდელი სხდომიდან არაფერი ახალი არ გამიგია იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ზაზასთანაც არაერთხელ ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, საქმის მასალებსაც ვიცნობთ. ყველაზე საინტერესო ალბათ ჩვენთვის იქნება მოწმეთა დაკითხვა, იმიტომ რომ გამოძიების მასალებიდანაც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე, რომელსაც შესაძლებელია, ნათელი მოეფინა იმ კითხვებისთვის, რაც დღეს გვაქვს გამოძიების მისამართით. ასე რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნება იმ მოწმეთა დაკითხვა, რომელიც მონაწილეობას იღებდა უშუალოდ ინციდენტში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაისვას იმგვარი კითხვები, რაც დაგვანახებს, რამდენად გულწრფელად საუბრობენ მოწმეები, რადგან სასამართლო პროცესზეც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მოწმეებს ხელს უწყობს მათ შორის ბრალდების მხარეც, რომ ისეთი პასუხები მიიღოს, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სასურველი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)