|
2018-06-20 21:01:08, 751 ნახვა
კომენტარი
„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი“ – ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს პასუხობს
„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია“, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებას პასუხობს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი და სამინისტროს პოზიცია, RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, მკაცრი და პრინციპულია. „ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუეში არის აღმაშფოთებელი. კონკრეტულად ერთ–ერთ საბადოზე, რომელზეც დღეს დეპუტატი სერგო რატიანი საუბრობდა, კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სამთო–მოპოვების ლიცენზია გაცემულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 2011 წელს. რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობის დაცვით შეუძლია აწარმოოს საქმიანობა. აქვე განვამარტავ, რომ საქმიანობის წარმოება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს. კომპანიამ უნდა მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასევე, უნდა მოხდეს შეფასება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ გვქონდა და გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ამ დროს კი სპეკულირება, თითქოს ჩვენ ვართ არაპრინციპულები – ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)