|
2018-06-20 14:53:01, 756 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი ბახტაძეს: პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, მძიმე დანაშაულში
„მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე, ძალიან მძიმე დანაშაულში“, - ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს. საქმე ეხება 2012 წლის 2 აგვისტოს, მამუკა ბახტაძის სახელით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20 000 ლარის გადარიცხვას. მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ენმ-სთვის თანხა არასდროს გადაურიცხავს და მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული. „გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრაზე დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში. დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე, ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ბახტაძეს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)