|
2018-06-19 21:46:16, 780 ნახვა
კომენტარი
გახარია: ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს
„მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა რა თქმა უნდა განვითარებას და დახვეწას საჭიროებს არავინ არ უარყოფს ამას, ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების კომპონენტში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, სწორედ ამიტომ დაიწყო უწყებაში ის რეფორმები, რომელზეც დღეს პარლამენტში ისაუბრა: „სწორედ ამიტომ ვთქვი რომ ჩვენი რეფორმების პაკეტს ჰქვია სისტემური განახლება, სწორედ ამიტომ ვთქვით რომ არ გვეშინია და სტატისტიკას დავდებთ ზუსტად ისეთს როგორიც არის, იქნება 30 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია, იქნება 40 პროცენტიანი ზრდა? არ გვეშინია. მაგრამ რეალურად თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას თვალებში ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროექტები, პროგრამები, სტრატეგიული გეგმები და ვერ განვახორციელებთ ვერაფერს. დღეს, თქვენ თუ უსმინეთ რაზე ვისაუბრეთ და ერთ სამ კვირაში კიდევ მოგვიწევს საუბარი ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს და თუ დღეს სტატისტიკა იმის გამო რომ ჩენ აღრიცხვას ძალიან მკაცრად ვუდგებით გაგვეზარდა, შედეგები ძალიან მალე, გვექნება წლის ბოლოსთვის. და მე ეს ერთჯერ და ორჯერ არ მითქვამს და მე როცა ვამბობ რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ საუბნო საქმიანობა უნდა იყოს ცალკე, გამოძიება უნდა იყოს ცალკე და ოპერატიული საქმიანობა უნდა იყოს ცალკე. ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში ეს იყო არეული და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის გამო ხდებოდა ადამიანების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)