|
2018-06-19 19:57:07, 1424 ნახვა
კომენტარი
მელია გახარიას: ზუსტად ვიცი, რომ თქვენი დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და ამას დავამტკიცებ
„ზუსტად ვიცი, რომ თქვენი კონკრეტული დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და მე ამას დავამტკიცებ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარაიას რუსთაველის გამზირზე მის დაკავებასთან დაკავშირებით. მელიამ გახარიას პოლიციის მაღალჩინოსნებიც დაუსახელა, რომლებმაც მისი თქმით, ის მანქანაში „ჩატენეს“ და აღნიშნულის მტკიცებულებად ფოტომასალა გადასცა. „მე ახლა ვსაუბრობ როგორც ადამიანი ვინც დაიჭირეთ, გაიტაცეთ უფრო სწორედ ეს არ იყო დაჭერა, ჩატენეთ მანქანაში, მერე ხელბორკილი დაადეთ და მერე გაგინათდათ გონება და ამას დაარქვით განრიდება. ან თქვენ უნდა დაამტკიცოთ რომ იქ დანაშაული ჩაიდინეს ადამიანებმა, მათ შორის მე. არ ვსაუბრობ, რომ იმუნიტეტით მოსარგებლე ადამიანს ხელი როგორ მოკიდეთ. თავშიც ჩაგირტყამთ, ხელიც გაგირტყამთ, ჩხუბშიც შემოსულხართ, მაგრამ სანამ ხართ ხელისუფლებაში ვაპირებ ბოლომდე ასე ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თქვენი კონკერტული დავალებით იყო ჩემი გატაცება და მე ამას დავამტკიცებ. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა უშაულოდ ჩემს გატაცებაში არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ, არც ერთი მათგანი არ არის რიგითი პოლიციის თანამშრომელი, პირდაპირი გაგებით ვინც ამწია ხელში და მანქანაში ჩამტენა. ვინ არიან ესენი? ბატონი შალვა ბედოიძე ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადილე, ბაჭულაშვილი ქალაქის სამმართველოს მოადგილე, სულხან თამაზაშვილი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, თემურ კალანდაძე გლდანი-ნაძალადევის სამართველოს უფროსი, ადამიანი რომელიც ცდილობდა მობილური ტელეფონის წართმევას, მანუჩარ მამცირაშვილი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, მიხეილ ქურდაძე ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მიხეილ პაპიაშვილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების უფროსი, თემურ კუპატაძე რესპუბლიკის სამმართველოს უფროსი და თქვენი მოაგილე საბანიძე“, - მიმართა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)