|
2018-06-19 14:26:48, 630 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ირაკლი შოთაძეს, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას
„ირაკლი შოთაძეს, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შოთაძეს დიდი წვლილი მიუძღვის 2016 წელს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საქმეში, რის შედეგადაც, მისი განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს უკანონდ გამტყუნებული პირების საქმეებზე, გამამართლებელი განაჩენი დადგა. „2016 წლის ივნისში, ქალბატონი ეკა ბესელიას, მაშინდელი ადამიანის უფლებების კომიტეტის, ქალბატონი ნინო გვენეტაძის, სამოსამართლო კორპუსის და სხვების, ასევე ბატონი ირაკლი შოთაძის სხვათაშორის, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, მაგრამ მე მას მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ, მისი დამსახურებაც იყო, რომ ჩვენ შევძელით ცლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამით შესაძლებელი გახდა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის, შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შესძლებოდა კანონით შესულიყო სასამართლოში შუამდგომლობით. შესაბამისად, ზუსტად 2 წლის თავზე 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება. მათ ვისაც აქვს აქ ყვირილის სურვილი ამ კითხვაზე გასცენ სჯობს პასუხი, 40 საქმეზე ადამიანები ვინც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ გამტყუნებული, გამოცემულია გამამართლებელი განაჩენი, რატომ იყვნენ მაშ ისინი ამდენი ხანი ციხეში, მრავალი წლით და ძალიან ცუდ პირობებში და არა იმ პირობებში, რომელშიც ჩემი კოლეგა ბატონი კახი კახიშვილი ამყოფებს დღეს პატიმრებს, რადგან ასეთია დღეს ჩვენი პოლიტიკური ნება?!“-, აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულიკიანმა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)