|
2018-06-18 18:55:30, 695 ნახვა
კომენტარი
მელია: ამტკიცებენ მინისტრებს და ამბობენ, რომ 2-3 კვირაში ისინი მინისტრები აღარ იქნებიან - ვერ გაიგეს, რა უნდა აკეთონ
„ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, თუ რა აკეთონ თავად ხვალ ან ზეგ“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პერმიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას. „ის რაც დღეს ხდება „ქართული ოცნების“ თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა. ე.ი. ამტკიცებენ მინისტრებს, რომლებზეც ამბობენ, რომ ეს მინისტრები არ იქნებიან 2-3 კვირაში. ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, თუ რა აკეთონ თავად ხვალ ან ზეგ. არ არსებობს კონკრეტული გეგმა და ყოველი დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას ხელისუფლება უფსკრულისკენ მიაქანებს. ამიტომ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყოს აქტიური, როგორც არასოდეს, რადგან ქვეყნის განვითარება დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად და ეს არ მოხდება სანამ „ქართული ოცნება“ იქნება მართვის სადავეებთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისად, გარკვეულ დროს საჭიროებს. სწორედ ამის გამო, ბახტაძის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. „შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, ხელახლა უნდა გავიაროთ ნდობის გამოცხადების პროცედურა უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
ბაიბა ბრაჟე – ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)