|
2018-06-18 16:29:01, 781 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება - პრემიერობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია უნდა მიაწოდოს
„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეების განმავლობაში, არ მეგონა“,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მან პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის მთავრობის არსებული შემადგენლობის ფორმალურად წარდგენის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „საჭიროა სასწრაფოდ პრემიერ-მინისტრობის დასახელებულ კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციაში ჩაახედონ და ყველა ვინც ამაზე საუბრობს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დამამტკიცეთ და სხვა რაღაცას გავაკეთებ და მერე კიდევ დამამტკიცეთ?! და თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა არ წარმოადგინა მერე ასე ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს ქვეყანას?! ყოვლად წარმოუდგენელია ხალხო, მე ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა. ამიტომ, ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ მანდ მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახლემწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ეს კაცი ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)