|
2018-06-18 14:35:09, 726 ნახვა
კომენტარი
კახიანი: ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებად ამ ეტაპზე ფორმალურად მათი მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილნი
„უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკის და საგარაო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, აქედან გამომდინარე მათი მოადგილეები ფორმალურად იქნებიან წარმოდგენილები მთავრობის ახალ შემადგენლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი კანონმდებლობის მიღება შესაბამისი სამინისტროების გაერთიანებასა და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ახალი შემადგენლობის დამტკიცება თავიდან მოხდება. „ბატონმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა კომენტარი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება და გამომდინარე იქიდან, როგორც მან განაცხადა იგეგმება გარკვეული სამინსიტროების გაერთიანება. სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება. მოგეხსენებათ, რომ აცვლილებების განხორციელებას სჭირდება კანონდებლობაში სესაბამისი ცვლილებების გატარება, რაც შეუძლებელია ამ კვირის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ფორმირებას აქვს თავისი ვადები და ამ კვირაშივე უკვე კონსტიტუციის მიხედვით, უნდა მოხდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და შემდგომ უკვე პარლამენტმა მას ნდობა უნდა გამოუცხადოს. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით, შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონდებლობის ცვლილებების გატარება და შემდგომ უკვე ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი მთავრობის ფორმირება, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაზეც ბატონმა მამუკამ ისაუბრა. მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ სამინისტრო წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლების სახით. პროცედურულად, ხვალ ჩვენ დავიწყებთ, კერძოდ, ხვალვე დილის 11:00 საათიდან დაიწყება საკომიტეტო განხილვები დაიწყება, შემდგომ ჩატარდება გაერთიანებული კომიტეტების სხდომები და ჩვენ მოვუსმენთ მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენლობებს. ხვალვე იქნება პოლიტიკური ნაწილი, კერძოდ, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც ექნება სურვილი შეხვდნენ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, მათ ხვალვე შეუძლიათ ეს გააკეთონ. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ოთხშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. შემდგომ, უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)