|
2018-06-11 22:48:32, 894 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციას დროებით წყვეტს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია ერთ კვირით შეწყდება. მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გადასაყენებლად, გონივრულ ვადას აძლევს. „დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით უნდა მივადევნო თვალყური გამოძიებას, რომ ყველა პოლიციელი იყოს აბსოლუტურად დასჯილი. შესაბამისად, ვერ ვიქნები აქეთ-იქით, რადგან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ წავიდეს ეს გამოძიება. ნებისმიერ ადამიანს თუ უნდა რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდეს, აუცილებლად გააგრძელებენ და მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება. მაჩალიკაშვილთან დილიდანვე არ მქონია კომუნიკაცია, მინდა დავურთო ის, რომ მის პოიციასაც ვიზიარებ, იქიდან გამომდინარე, რომ რამადანი დასრულდება მალე და მათთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება აქციებზე ყოფნა და მაქსიმალურად შემოგვიერთდებიან. არანაირი შეწყვეტა, დროებით ვაჩერებთ აქციებს. ხელისუფლებასაც მინდა გონივრული დრო მივცე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადასაყენებლად. ეს სოლიდარობის აქციები გაგრძელდება რა თქმა უნდა. თუ ჩავთვლით საჭიროდ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალვე ჩავნიშნოთ მასშტაბური აქცია“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის მანამდე ზაზა სარალიძე პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა. როგორც სარალიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს და იმედი აქვს, რომ სიმართლე დადგინდება.
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)