|
2018-06-09 19:39:00, 1227 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის სტრიტ-არტი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში სტრიტ-არტი დაათვალიერა. კახა კალაძემ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადასასვლელის კედლების მოხატვაში მონაწილეობა მიიღეს, მადლობა გადაუხადა. „ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობა მიიღეს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო - ვაპირებთ, რომ ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ქუჩებში, სახლის კედლებზე ანალოგიური სამუშაოები განვახორციელოთ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია. ასევე, ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქის გალამაზებაში იგრძნობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ფესტივალი, რომელიც 2 ივნისს დაიწყო, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობდა. ფესტივალში, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი, ახალგაზრდა მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის საფეხმავლო სივრცის კედლები მოხატეს. მოხატვის სამუშაოებთან ერთად, სხვადასხვა სოციალური და კულტურული აქტივობებიც განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა საფეხმავლო სივრცის იერსახის გამოსწორება /რეაბილიტაცია; ქუჩის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია; ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს მუსიკალური პროგრამით დაიხურება.
(NS)
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)