|
2018-06-08 17:09:13, 1256 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის, ჰუნანის პროვინციის ვაჭრობის დეპარტამენტის, უნივერსიტეტებისა და სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში მომავალი პარტნიორობისა და განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმის წარსადგენად, ეწვივნენ. ოფიციალურ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. „ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს მზარდი ექსპორტ-იმპორტი აქვს აგროსფეროში, ძირითადად ღვინის და სპირტიანი სასმელების მიმართულებით. ჩინეთში ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს ღვინის ექსპორტის გაზრდის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. საქართველოს და ჩინეთის მხარეებმა მეცხოველეობის დარგში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში მეღორეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა. კომპანია პროვინციაში ღორის ხორცის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადების საკითხებზეც იმსჯელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 500-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა გაიარა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ იუანს (3 მილიონი ამერიკული დოლარი) შეადგენდა.
(NS)
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)