|
2018-03-27 18:21:22, 2247 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ში რუსეთის წარმომადგენლების რაოდენობა 20-დან 10 კაცამდე შემცირდება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი 25 ქვეყანა "სკრიპალის საქმის" გამო რუს დიპლომატებს გააძევებს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოში რუსეთის წარმომადგენლების რაოდენობა 20-დან 10 კაცამდე შემცირდება. ნატო-ს გენმდივნის თქმით, 7 დიპლომატის აკრედიტაციას გაიწვევენ, ხოლო კიდევ 3 დიპლომატს, რომლებიც აკრედიტაციის მიღებას ელოდებიან, განაცხადზე უარი მიუვათ. ცნობისთვის, 20-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთი 4 რუს დიპლომატს გააძევებს, გერმანია 4-ს, უკრაინა 13-ს, ჩეხეთი 3-ს, ლატვია 1-ს, ლიტვა 3-ს, იტალია 2-ს, ფინეთი 1-ს, რუმინეთი 1-ს, დანია 2-ს, ესტონეთი 1-ს, ნიდერლანდები 2-ს, პოლონეთი 4-ს, ხორვატია 1-ს. ასევე, დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება კანადამაც მიიღო. ქვეყანა 4 რუს დიპლომატს აძევებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი იქნება გაძევებული და სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება. შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)