10:29 - 10 May, 2026
|
2018-03-26 13:04:32, 2055 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა - დაკავებულია 4 პირი
რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელიც გუშინ იწვოდა, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, - ამის შესახებ "რია ოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული მეხანძრეები, ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. მედიის ცნობით, შენობის სავინტილაციო შახტებიდან შავი კვამლი გამოდის. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. გარდა ამისა, ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მსხვერპლის რაოდენობით კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო 100 წლის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)