10:29 - 10 May, 2026
|
2018-03-26 12:53:32, 1961 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი ბავშბები არიან. მედიის ცნობით, ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს. შენობიდან 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა. საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებული ადამიანები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ცნობისთვის, ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გუშინ გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)