|
2018-03-25 12:20:48, 2091 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს
ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს,- ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვერა იუროვამ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება მიუღებელია. „Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს. ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა იუროვამ. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს. როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)