|
2018-03-23 10:37:16, 2143 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის 4 ქვეყანაში გამგზავრება და 9 პირთან კონტაქტი აეკრძალა
სასამართლო კონტროლის ფარგლებში, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ოთხ ქვეყანაში გამგზავრება აეკრძალა. ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ს ცნობით, სარკოზის გამგზავრება ლიბიაში, ტუნისში, ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში ეკრძალება. ასევე, მოსამართლემ ნიკოლა სარკოზის აუკრძალა კონტაქტში შესვლა ცხრა პირთან, მათ შორის მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კლოდ გეანთან და საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრ ბრის ორტეფოსთან. ცნობისთვის, ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სარკოზის ბრალი წარუდგინეს პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დაფარვაში. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლამდე იკავებდა. მანამდე სარკოზი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)