17:50 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 16:19:40, 2304 ნახვა

მსოფლიო
„პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა ლონდონი დატოვეს

დიდი ბრიტანეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩო დატოვეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დიპლომატები უკვე აეროპორტისკენ მიემართებიან.

სულ დიდი ბრიტანეთს რუსეთის დაახლოებით 80 მოქალაქე დატოვებს. ისინი ქვეყანას სტენსტენდის აეროპორტიდან დატოვებენ. აეროპორტში ასევე რუსეთის ელჩი ალექსანდრ იაკოვენკოც მივა, რათა დიპლომატებს დაემშვიდობოს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის 23 დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება 14 მარტს მიიღო. დიპლომატების გაძევება დაზვერვის ყოფილ ოფიცერ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას უკავშირდება.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics