17:51 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 10:01:01, 2117 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით გაკვირვებული არ ვართ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, თუ რატომ არ მიულოცა ამ დრომდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლიმ განაცხადა, მათთვის არჩევნებში პუტინის გამარჯვება გასაკვირი არ ყოფილა.

„შედეგებით გაკვირვებული არ ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, თუ ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჰოგან გიდლიმ.

მანვე დასძინა, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics