|
2018-03-19 11:33:59, 1973 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: სკრიპალის საქმის გამო, ნატო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს
ნატო სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბრგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო, ნატო თავდაცვით პოტენციალს გაზრდის. „სოლსბერის ინციდენტი - ეს არის საერთო სურათის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლონაში ვხედავთ. რუსეთი მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად მკაცრი და მომთხოვნები მის მიმართ. რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, ამიტომ ალიანსმა თავდაცვაზე უნდა იზრუნოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი განმარტებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსეთის მიმართ მიდგომას სავარაუდოდ უკვე ივლისში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ. ნატოს მომდევნო სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)