|
2018-03-16 10:03:06, 2323 ნახვა
მსოფლიო
Telegraph - ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის ჩანთაში ინახებოდა
ნივთიერება, რომლითაც ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას ჩემოდანში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას telegraph-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)