|
2018-03-12 17:30:56, 2583 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ "პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა 2014 წელს მოხდა. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე, პუტინს შეატყობინეს, რომ “პეგასუსის” თვითმფრინავი, რომელიც უკრაინიდან სტამბოლში მიფრინავდა, გაიტაცეს, გამტაცებლები კი, სოჭისკენ გაფრენას ითხოვდნენ. როგორც პუტინმა წინასაარჩევნოდ გადაღებულ ფილმში განაცხადა, უსაფრთხოების ოფიცრებთან კონსულტაციის შემდეგ მან ბრძანება გასცა, ემოქმედათ “გეგმის მიხედვით”. მისივე განმარტებით, გეგმა გულისხმობდა ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენდა. შეტყობინება თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცრუ აღმოჩნდა. თვითმფრინავი 110 მგზავრით მშვიდობიანად დაეშვა სტამბოლში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)