15:09 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 17:01:26, 2534 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის შს მინისტრი გადადგა

სლოვაკეთში, ცნობილი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი რობერტ კალინიაკი თანამდებობიდან გადადგა.

ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და მისი კაბინეტის წევრების გადადგომის მოთხოვნით, ხალხმრავალი აქციები გასულ კვირას გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კალინიაკი მესამე პოლიტიკოსია, რომელმაც სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. 5 მარტს ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის.

ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობა დატოვა ასევე სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა, მარეკ მადარიკმა. მისი განცხადებით, მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო თავის ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობა, რომ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, მედიაში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჟურნალისტი, შესაძლოა, იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics