|
2015-01-17 17:26:12, 2887 ნახვა
პოლიტიკა
ჯალაღანია: ის, რაც გიუმრიში მოხდა შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. "ნამდვილად, 21-ე საუკუნეში ბევრი ტრაგიკული ამბავი მომხდარა, მაგრამ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ ყველანაირად გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ჩვენ ასევე გვინდა გვჯეროდეს, რომ დამნაშავე იქნება პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისი სამართლებრივი ზომები განხორციელდება", - განაცხადა დავით ჯალაღონიამ. შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)