|
2026-09-14 14:19:22, 988 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია. „არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ", - განაცხადა პრემიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)