|
2026-09-14 14:48:30, 374 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა პედაგოგები, განათლების სფეროს ექსპერტები, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებას. კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო ხედვის, პროგრამებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომებისა და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას. რაც ხელს შეუწყობს სასკოლო სივრცეში ფინანსური განათლების ეფექტიან ინტეგრირებასა და სწავლებას. ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი მთლიანად დაეთმო პედაგოგთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ვორქშოფების ფორმატში. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:
კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ პანელურ დისკუსიაში - „საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში“ - აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა. სესია შეეხო საფინანსო სექტორის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მაგდა ბობოხიძემ კოლეგებთან ერთად გააზიარა ბანკის გამოცდილება, განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები და იმსჯელა იმაზე, თუ როგორ გახდა სკოლებში ფინანსური განათლების მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების აღიარებასა და წახალისებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში.
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)