|
2018-03-07 13:38:04, 2196 ნახვა
მსოფლიო
სააკაშილი: მინდა ოდესის მერი გავხდე, შეიძლება, ესაა ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ოდესის მერობა სურს, - ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ერთადერთი გუბერნატორი იყო უკრაინაში, რომელიც კარდინალური რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა. მანვე დასძინა, რომ რეფორმების გატარების შესაძლებლობა არ მისცეს. „ეს ფაქტობრივად ფორმალური თანამდებობაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით მოქალაქეთა მომსახურების პირველი ცენტრი, რომელიც ბევრად ჩამორჩება საქართველოში არსებულ ანალოგს, მაგრამ აღემატება უკრაინულ ანალოგებს. ოდესაში საბაჟოზე სამუშაოდ სრულიად ახალი ადამიანები მივიყვანეთ, გავაკეთეთ ტერმინალი, სადაც ტვირთი რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომატურად შედიოდა და სადაც ყველას ღიმილით ემსახურებოდნენ, სადაც ვერ იქნებოდა კორუფცია. თითქმის დავასრულეთ ამ საბაჟოს მშენებლობა, მთლიანად აღჭურვილი იყო, ვიპოვეთ ახალი სახეები, თუმცა ბოლოს პოროშენკომ ეს ინიციატივა დაბლოკა. ასევე ავაშენეთ გზა ოდესა- რენი. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლისთვისაც 40 წლის განმავლობაში არავის უხლია ხელი. ესეც ჩვენს უფლებებს აღმატებოდა, მაგრამ კანონის დარღვევით გავაკეთეთ. საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 40%-ით შევამცირეთ, რაც ასევე კარგი იყო", - განაცხადა სააკაშსვილმა. რაც შეეხება ოდესის მერიას, სააკაშვილის თქმით, მერიასთან შეხება არასდროს ჰქონია და დასძინა, რომ იქ "ბარიგები" მუშაობენ. "მათ ყოველთვეში ფული პირდაპირ პოროშენკოსთან მიაქვთ. ოდესის მოსახლეობის დიდი ვალი მაქვს. მას შემდეგ რაც უკრაინას შევცვლი, აუცილებლად მინდა ოდესაში გადავიდე საცხოვრებლად და მისი მერი გავხდე. შეიძლება, ეს არის ჩემი კარიერის შემდგომი ეტაპი", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)