05:14 - 10 May, 2026
|
2018-03-07 12:04:30, 2043 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიაკატასტროფას 9 აპრილის მოვლენებში მონაწილე რუსი გენერალი ემსხვერპლა
სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ერემეევი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული მოვლენების მონაწილეა. აღნიშნულ პერიოდში ერემეევი პოლკოვნიკი იყო და 1988-1991 წლებში ქვედანაყოფს მეთაურობდა, რომელიც "საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში" მონაწილეობდა. ცნობისთვის, გუშინ სირიაში, ხმეიმის ავიაბაზაზე დაფრენისას რუსული სატვირთო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 32 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)