|
2018-03-06 13:13:39, 1259 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი - კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს კომერციული ატაშეს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა. „პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. „ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალზე, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეეძლებათ მხოლოდ დასაქმების სამთავრობო პორტალზე hr.gov.ge. კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ მუშაობას 2018 წლის განმავლობაში შეუდგებიან. „ჩვენ გვინდა ავიყვანოთ პროფესიონალები, რომლებსაც არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შევიდნენ hr.gov.ge-ზე და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)