16:20 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 15:34:46, 406 ნახვა

პოლიტიკა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს

ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს, რომელმაც ბევრი იჩხიკინა და ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთა ის, რაც უნდოდა, – მის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ევროკომისიის დოკუმენტში ახალი არაფერი წერია, იმ ძველი ბრალდებების თავმოყრა და გაერთიანებაა, რაც გასულ თვებში გვესმოდა.

„ამიტომ, ამ დოკუმენტს ჩვენთვის დამატებითი, ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ. არანაირი კომუნიკაცია არ იყო საქართველოსთან, სამინისტროებთან, ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა, საქართველოსთან მიმართებაში არ იყო. შესაბამისად, ანგარიში ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი აბსურდული განცხადებაა. კარგ მაგალითად რად ღირს – „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ მოხსენიება. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ევროპაში მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ, საქართველოში კი „თვითნებურად დაკავებულ პირებს“ უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics