17:06 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:08:41, 1583 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, უმრავლესობის რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან დასმული საკითხებიც აისახოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამემტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან დასმული საკითხებიც აისახოს.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება საერთოა.

„მე სამწუხაროდ, არ მაქვს რაიმე ახალი ინფორმაცია ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეზოლუციას, რეზოლუციასთან დაკავშირებით ორი სხვადახვა პროექტი არის საქართველოს პარლამენტში ინიცირებული - ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია ოპოზიციის მიერ მიღებული რეზოლუციიდან გარკვეული საკითხები აისახოს უმრავლესობის რეზოლუციაში, ჯერჯერობით თქმა გამიჭირდება. მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება არის საერთო. ის, რომ ორივე დოკუმეტი არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ორივე ეხმიანება იმ შემზარავ ფაქტებს, მკვლელობებს როგორიც არის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია ვიხილოთ საბოლოო დოკუმენტში, ჩუგოშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics