|
2018-03-06 12:02:05, 1547 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ
„თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, ამ საკითხს ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდოს. “მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ჩვენ თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ამას ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება. მე არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)