|
2018-03-06 11:32:41, 1659 ნახვა
კომენტარი
კელი: მოვუწოდებთ რუსეთს და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას, ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცენ
ამერიკა რუსეთსა და ოკუპურებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. როგორც კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ძალისხმევას არჩილ ტატუნაშვილის საკითხის გადაჭრაში. აუცილებელია ამ საკითხთან, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დადგეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით და დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. ამერიკა ჩართულია ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვს და ცხინვალს გაათავისუფლონ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე და ასევე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს", - განაცხადა კელიმ.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)