14:23 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 18:26:15, 2568 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა იანუკოვიჩს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის 12 წევრს ინდივიდუალური სანქციები გაუხანგრძლივა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

იანუკოვიჩმა უკრაინა 2014 წლის გაზაფხულზე დატოვა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, ბრალად კი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა ედება.

აღნიშნულის შემდეგ, მარტში, ევროკავშირმა სანქციები იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას სანქციები პირველად დაუწესა. „შავ სიაში“  არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები.

აღსანიშნავია, რომ  სიიდან ამოიღეს ბიზნესმენი სერგეი კლიუევი და უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ელენა ლუკაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics