|
2018-03-05 13:48:38, 1261 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას სრული კონსოლიდაცია დასჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მათ გადაეცეთ მეტი უფლებები და ჰქონდეთ ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი. მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. თალაკვაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას სრული კონსოლიდაცია დასჭირდება. ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, რეფორმას მმართველ გუნდში სრული მხარდაჭერა აქვს: „თვითმმართველობის რეფორმა ჩვენი გუნდისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ის, რომ თვითმართველობებს, რეგიონებს უნდა გადაეცეთ მეტი უფლებები, მეტი დაფინანსება და ჰქონდეთ უფრო ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი, ვფიქრობთ, რეგიონების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამაზე მუშაობს პარლამენტი და მთავრობა ერთად. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განხორციელდება ეს რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ბევრად ზრდის გარანტიას იმისას, რომ გადაწყვეტილებები იქნება სწორად მიღებული და იქნება მიღებული ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას დასჭირდება სრული კონსოლიდაცია, ამიტომაც ამ საკითხში მთავრობა და პარლამენტი გამოვიდა დღეს ერთიანი პოზიციით და ჩვენს გუნდში თვითმმართველობის რეფორმას აქვს სრული მხარდაჭერა“,-განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტში დღეს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვის წარდგენა მოხდა. ახალი კონცეფცია მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში. 2025 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)