|
2018-03-05 12:41:11, 1399 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში”, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში, თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის მდგრადობის უზრუნველყოფა. „მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალეობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა - როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ რეფორმებში. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ თავიანთი რეგიონებისა და ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)