|
2018-03-05 11:53:29, 1554 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი რეზოლუციაზე: სესიის ფარგლებში ოპოზიციის წინადადებაზეც ვიმსჯელებთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს დროში მოხდეს. დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ ცხედარი ოჯახს უახლოეს ხანებში გადაეცემა: „ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.ჩართულია მათ შორის წითელი ჯვრის საზოგადოება, ამისათვის მას დიდი მადლობა“,-განაცხადა სესიაშვილმა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას და ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივას, სესიაშვილის შეფასებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული თემების თაობაზე ყველას ინტერესი საერთოა და ამბობს, რომ სესიის ფარგლებში ოპიოზიის წინადადებაზეც იმსჯელებენ: „ყველას საერთო ინტერესია, რომ მოხდეს ამ ფაქტების დაგმობა და არა მარტო შეფასება მოხდეს,არამედ კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს, რაც ჩვენ რეზოლუციაში ასახულია. ვიმეორებ, აქ გვამოძრავებს ყველას საერთო ინტერესები, ამიტომ სესიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მათ შორის ოპიოზიციის წინადადებაზე“,-აღნიშნა სესიაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას. სერგი კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ სიაში უნდა შიყვანოს ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არიან დამნაშავე და ვინც ფარავს ასეთი ტიპის დანაშაულებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)